ექსკლუზივი
Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უწყების მთავარი მრჩევლის, ფილიპ რიკერის რეგიონული ტურნეს გზავნილებზე საუბრობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს.
სამივე ქვეყანაში, ელჩი რიკერი შეხვედრებს მართავს მაღალი თანამდებობის პირებთან, რათა განიხილოს რეგიონის ძირითადი საკითხები, ასევე განიხილოს გზები, რათა დაეხმაროს პარტნიორებს, პირდაპირ და კონსტრუქციულად ჩაერთონ გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით და შემდგომ რეგიონულ თანამშრომლობაში.
- ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა
- ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს
ყველა შეხვედრაზე, ელჩი რიკერი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ და მშვიდობიან მომავალს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა.
ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას
- სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები
- Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან