რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი.
მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს.
„ჩვენი მთლიანი მოხმარება არის 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრს ვაწარმოებდით, ახლა კი წარმოება დავიწყეთ შავ ზღვაში, რითაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრი ემატება. ჯერ კიდევ გვჭირდება 2 მილიარდი კუბური მეტრის შემოტანა, ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა დასრულდება, შედეგებს გამოვაცხადებთ, “- განმარტა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ .
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.