ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება მოითხოვა მოუწოდა.
„სიტყვებმა ვერ აღკვეთა მასობრივი საფლავები. მხოლოდ დაგმობა არ დაასრულებს გენოციდს. ტანკები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, - დაწერა ლანდსბერგისმა Twitter-ზე.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები.
ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.