დმიტრო კულება: ფსევდორეფერენდუმები არაფერს შეცვლის, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიის გათავისუფლებას

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის გეგმებისა, მოაწყოს ფსევდორეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინა განაგრძობს მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Twitter-ზე დაწერა. 

„ფიქტიური „რეფერენდუმი“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც არანაირი ჰიბრიდული „მობილიზაცია". რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს", - წერს მინისტრი. 

კულებას განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, „რაც არ უნდა თქვას რუსეთმა“.