უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში გამოცხადებულ „რეფერენდუმს“ Twitter-ზე გამოეხმაურა.
„რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, უკანონო „რეფერენდუმი“ HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
„ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“, - წერს პოდოლიაკი.