რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯილიან კიგანმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ ესაა ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია“, – განაცხადა კიგანმა.
დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.
ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.