რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიღებენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოლებენ.
საელჩოში აცხადებენ, რომ თუ ყირგიზეთის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, მაშინ სამშობლოში მას ბრალს, როგორც სხვის ომში დაქირავებულ მებრძოლს წაუყენებენ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თუ ყირგიზეთის მოქალაქეს რუსეთში შესთავაზებენ ომში წასვლას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საელჩოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ყირგიზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში სამუშაოდ თითქმის 225 000 ადამიანი დარჩა.
გუშინ მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ სახაროვოს ცენტრში, სადაც არალეგალურ მიგრანტებს დეპორტაციამდე აკავებენ, საომარი რეკრუტირების ცენტრი გაიხსნება.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.