ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს.
21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს.
ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში).
ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.