მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე უშიშროების ძალებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს შორის არიან დაზარალებულები.
მოსკოვში, ძველ არბატზე მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა "არა ომს!" და "პუტინი სანგრებში", - იტყობინება SOTA.
OMON-მა მომიტინგეების დაკავება აქციის დაწყებამდე დაიწყო.
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაიწყეს მკაცრი მოქმედებები: მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს და ქვაფენილზე პირქვე დააწვინეს.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.