პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშშია აღნიშნული.
„რუსეთს, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს, თუნდაც 300 000 სამხედრო მოსამსახურის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯარისკაცებით ბევრი ახალი ფორმირების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ“, - აცხადებენ უწყებაში.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს.
„ვინც ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.
BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.
ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.