გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა.
ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა სულ 30 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი. ახალ გადაზიდვაში უკრაინამ მიიღო Gepard-ის 6 ინსტალაცია და დანადგარისთვის საჭირო საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები.
კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.