ნიკოლაევის რაიონში რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული სნიგირევკის მაცხოვრებნი ოკუპანტების „რეფერენდუმის“ წინააღმდეგ აქციაზე გავიდნენ.
„ჩვენ, სნიგირევკას მცხოვრებნ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რეფერენდუმის უკანონო ჩატარება ქალაქ სნიგირევკისა და მიმდებარე სოფლებში. სნიგირევსკის რეგიონი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინა. ჩვენ არასდროს გვინდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა და არც ახლა გვსურს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.