მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ განვიხილავთ სტაბილურ კავშირებს და თანამშრომლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კონკურენტუნარიან, დივერსიფიცირებულ და უსაფრთხო გაზის მიწოდებას REPowerEU გეგმის პრიორიტეტების შესაბამისად.
ამის შესახებ Trend-ს ევროკომისიაში განუცხადეს.
„ენერგეტიკული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებიდან და გადამწყვეტ მომენტში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით გაზის მიწოდების წარმატებით დაწყების საფუძველზე, ევროკავშირი აზერბაიჯანს, როგორც სანდო და სტრატეგიულ ენერგეტიკულ სავაჭრო პარტნიორს განიხილავს. აზერბაიჯანს შეაქვს წვლილი ენერგომატარებლების მარაგების დივერსიფიკაციაში და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ამასთან მზად ვართ გავაფართოოთ თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში“, - აცხადებენ სტრუქტურაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.