სერბეთი აცხადებს, რომ ანექსიის შესახებ რეფერენდუმები, მთლიანად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას ითვალისწინებს.
„პირველ რიგში, ჩვენ ფუნდამენტურად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გაეროს წესდებას და მეორეც, ეს მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და ჩვენს პოლიტიკას ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.
უკრაინული მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმმა განაცხადა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვა, „საერთაშორისო წესრიგის განადგურებად" შეიძლება, ჩაითვალოს. ცნობილია, რომ ბელგრადი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.