Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“.
ჯონ ჰერბსტის თქმკით, ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი თავს მარტო და დაუცველად გრძნობს.
„პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.