„ევროკავშირი თვლის, რომ ეს „ვიზიტი“ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ „რუსეთვი2“-ს განიუცხადა.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.