აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით.
„სი ძინპინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის პოზიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პუტინზე“, - წერს გამოცემა.
27 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განუცხადა CNN-ს, რომ აშშ ვერ ხედავს რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ ჩინეთი ემზადება, დაეხმაროს რუსეთს უკრაინაში ომში ან სანქციების თავიდან აცილებაში.
21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.