„პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია... ჩვენ ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა დაიწყოს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.