ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობის ამ ძლიერ აქტს და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
- ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს
- Politico: უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ნენსი პელოსიმ მხარი არ დაუჭირა
„ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობის ამ ძლიერ აქტს და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერას. კანონი ითვალისწინებს თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას, ასევე უკრაინისთვის ძლიერ პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას. ეს დახმარება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა!“ - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.