ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომ ძლიერი ხანძრია და რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი „ტელეგრამ არხები“ იუწყებიან.
„ავარიული ვითარებაა ბელბეკის აეროდრომზე”, - თქვა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა.
მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.