უკრაინას შეუძლია, ლიეტუვის „უპირობო მხარდაჭერის“ იმედი ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ეს მიუწვდომელ მიზანს ჰგავს“, ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა განაცხადა. იტყობინება ლიეტუვური მედია LRT.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ვერ დარჩებიან იგივე პოზიციაზე, როგორც ომამდე.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ახლა უნდა გაიზარდოს", - განაცხადა არვიდას ანუსუსკასმა.
2 ოქტომბერს პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.
მანამდე, რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გააფორმა.