უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის ოფისის ცნობით, „10 000-მდე მოქალაქემ დატოვა ყირიმის ნახევარკუნძული მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა იძულებითი და უკანონო მობილიზაცია დაიწყეს“.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები ოკუპირებული ყირიმის დატოვებას აგრძელებენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ყირიმელი თათრები არიან.
უკრაინული მედია წერს, რომ პრორუსი აქტივისტები მიზანმიმართულად დევნიან უკრაინის მოქალაქეებს და მათ შესახებ ინფორმაციას აწვდიან ოკუპანტებს.
ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.