კოლორადოში, კენტუკში, მისისიპსა და სხვა შტატებში, მთავრობების ვებგვერდზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანმა ჰაკერებმა აიღეს. კენტუკის საარჩევნო საბჭოს ვებგვერდი, რომელიც ხმის მიცემის თაობაზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, დროებით გაითიშა, მაგრამ გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია ეს შეფერხება.
საარჩევნო საბჭოს ვებგვერდს ასევე მართავს კენტუკის მთავრობა, თუმცა ჰაკერებს საბჭო კონკრეტულ სამიზნედ არ დაუსახელებიათ.
ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ვებგვერდის გათიშვაზე, ცნობილია როგორც Killnet-ი. მან თავისი საქმიანობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც თებერვალში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„აღნიშნული, პოლიტიკურად მოტივირებული ჰაკერები მხარს უჭერენ კრემლს, მაგრამ მთავრობასთან მათი კავშირების შესახებ უცნობია“, - წერს CNN.