ყირიმის ხიდის აფეთქება აჩქარებს სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გააკეთოს რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ თემაზე CNN ანალიზს გვთავაზობს.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქერჩის სრუტის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ყველაფრისთვის, რის მიღწევასაც რუსეთი უკრაინის სამხრეთით ცდილობს.
„პუტინი ახლა დგას დაჩქარებული და მტკივნეული გადაწყვეტილებების სერიის წინაშე, რაც მის მუდმივად „პოკერის სახის“ გამომეტყველებას და სიამაყეს სასტიკად არღვევს. მდინარე დნეპრის დასავლეთით, ხერსონში მისი არმია სწრაფად მოძრავი უკრაინული ძალების ალყაშია. პუტინის ჯარები უკვე უკან იხევენ, ნაწილობრივ იგივე იმ ცუდი მარაგის გამო, რაზეც ქერჩის აფეთქებაც იქონიებს გავლენას.
ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ ძალის შენარჩუნება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირობებში? გადაწყვეტილების მეორე პუნქტი უკვე ყირიმს ეხება. პუტინი ახლა რთული არჩევანის წინაშე დგას, გააძლიეროს ის კიდევ უფრო დაცლილი ძალებით, რომლებიც აწყდებიან მომარაგების პრობლემებს, ან ნაწილობრივ გაიყვანოს სამხედროები, რათა ნახევარკუნძულზე მათი მნიშვნელოვანი რესურსები არ შეჩერდეს.
პუტინმა უნდა აირჩიოს თავისი უფრო დიდი ამბიციების გამოკვება წარმატების შემცირებული შანსებით, ან ძალების კონსოლიდაცია იმ მიზნის ირგვლივ, რომლის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს.
ერთი მას უკრინაში, ისევე როგორც შესაძლოა, მის მმართველობასაც კატასტროფული კოლაფსის რისკის წინაშე აყენებს, მეორე კი, მისი სახის დაუყონებლივ დაკარგვას გამოიწვევს, მაგრამ უკრაინის მცირე ნაწილების ოკუპაციის შენარჩუნების უფრო დიდ შანსს ტოვებს“, - წერს CNN.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.