უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ბელორუსის ლიდერი ლუკაშენკო შესაძლოა, ომში იმ საბაბით ჩაერთოს, რომ „უკრაინა ბელორუსს თავს დაესხა“.
ზელენსკიმ G7-ის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი ომში, ბელორუსის პირდაპირ ჩათრევას ცდილობს.
„უკრაინას არ დაუგეგმავს და არც გეგმავს სამხედრო ზომებს ბელორუსის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ჩვენ ვთავაზობთ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისია განთავსდეს უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.