ვაკის სამების ტაძარში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
- ვაკის სამების ეკლესიაში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს კახა კალაძე მივიდა
13 წლის მარიტა მეფარიშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.