13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს

13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე მიასვენეს.

მოზარდის ცხედარი დღეს ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენეს, საიდანაც მარიტა მეფარიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და მოქალაქეებმა გააცილეს.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.