ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მოკავშირეებს მოუწოდა, რომ შექმნან კოალიცია, რომელიც უკრაინაში Starlink-ის მუშაობას დააფინანსებს.
ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, შაბათს თავის Twitter-ზე დაწერა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი კერძო პირის ხელში დარჩეს.
„მოდით, ვიპოვოთ გზა უკრაინის მოკავშირეთა კოალიციის შესაქმნელად, რათა დავაფინანსოთ Starlink-ის მუშაობა, ან ალტერნატიული მიმწოდებელი ვიპოვოთ. ლიეტუვა მზადაა ამაში წვლილი შეიტანოს", - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.