რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბოლო საათში ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლა იყო და ინციდენტის შედეგად დაიღუპა 22 და 16 ადამიანი დაიჭრა.
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ომში წასასვლელად გამზადებულ „მოხალისეებს“, ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლისას 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ასევე დაიღუპნენ ის პირები, რომლებმაც მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს.
მანამდე, მომხდარზე ინფორმაცია, რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 10-დან 22-მდე მერყეობს.