ომის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელების დეპორტაცია, სავარაუდოდ, წარმოადგენს მიზანმიმართულ ეთნიკურ წმენდას, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის აშკარა დარღვევას.
ISW ექსპერტებს მოჰყავთ რუსეთის ვიცე-პრემიერის მარატ ხუსნულინის სიტყვებიც, რომელმაც 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის „რამდენიმე ათასი“ ბავშვი „უკვე რუსეთის სხვა რეგიონებშია და ისვენებენ დასასვენებელ სახლებსა და ბავშვთა ბანაკებში“.
გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, როომ უკრაინიდან რუსეთში 2,5 მილიონი ადამიანია იძულებით დეპორტირებული.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.