ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობა უკვე აქვს და სხვა პასუხისმგებლობა არ აინტერესებს

ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს, - ამის შესახებ "გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება.


შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.