18 ოქტომბერს, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას გმობს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
რეზოლუციას ესტონეთის პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციაში ესტონეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და ფსევდორეფერენდუმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს და აცხადებს, რომ ესტონეთი ამ ფაქტს არასოდეს აღიარებს.
შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.