სამხრეთის გაზის დერეფანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის, მათ შორის იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების დაძლევაში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკულ საკითხებში, ჯეფრი პაიეტმა განუცხადა.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს პროექტი, ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების თამაშის წესებს ცვლის. ჩვენ ველით პროექტის მეორე ნაწილის დასრულებას, რომლის თანახმადაც, გაზს აღმოსავლეთ ბალკანეთი მიიღებს.
ჩვენ ასევე ვაფასებთ, თურქეთის ქმედებებს, რომელმაც გამოიყენა თავისი გაზმომარაგების სადგურების სიმძლავრეები იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებს ბუნებრივი აირი მიეღოთ. გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი გათვლილია იმაზე, რომ თანდათან უარი ვთქვათ ნახშირწყალბადების ენერგეტიკაზე რეგიონში და ამით დავიცვათ კლიმატი“, - აღნიშნა პაიეტმა.
მისი თქმით, როგორც NATO-ს წევრი, თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში და ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.