რუსული გაზის 2/3 -ის ჩასანაცვლებლად ევროკავშირს 8 თვე დასჭირდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მარტში, დიდწილად ვიყავით დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაშინ ვფიქრობდით, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის 8 თვე დაგვჭირდა, რომ რუსული გაზის 2/3 ჩაგვენაცვლებინა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა შეძლო გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება, თუმცა ეს საკმაოდ „ზვირი დაჯდა“.
„ამიტომ აუცილებელია ახალ წყაროებში ინვესტირება, განსაკუთრებით ენერგიის განახლებად წყაროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.