ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა Amber Grid-მა და Gaz-System-მა გამოსცადეს GIPL (პოლონეთი-ლიეტუვის) გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე გამოცადეს. გაზსადენი 2022 წლის მაისში შევიდა ექსპლუატაციაში.
მედიის ცნობით, Amber Grid-მა განაცხადა, რომ ტესტები წარმატებული იყო.
Amber Grid-ის ხელმძღვანელის, ნემუნას ბიკნიუსის თქმით, ტესტირების დროს შესაძლებელი გახდა გაზის მაქსიმალური ნაკადის მიღწევა ლიეტუვასა და პოლონეთში.
GIPL-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე, გაზის მიმწოდებლებმა ლიეტუვის რესპუბლიკისა და სხვა სკანდინავიური ქვეყნების საჭიროებისთვის თითქმის 1 ტვტ/სთ გაზი გადაიტანეს, ხოლო პოლონეთში 4,2 ტვტ/სთ გაზი.
თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების GIPL პროექტი ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა Amber Grid და Gaz-System განახორციელეს. გაზსადენი ექსპლუატაციაში 2022 წლის 1-ელ მაისს შევიდა, როდესაც ფიზიკური და კომერციული გაზის მიწოდება დაიწყო.
მილსადენის წლიური სიმძლავრეა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი პოლონეთის და დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი ლიეტუვის მიმართულებით. რესურსებიდან და ფასიდან გამომდინარე, გაზის მიწოდება ორივე მიმართულებითაა შესაძლებელი.