ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებები უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ამიტომ, მსოფლიომ მას მკაცრად უნდა უპასუხოს.

„უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა კონცეტრირებული. არის მხოლოდ ერთი წყარო, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში და ამ წყარომ ამხანაგ შოიგუს უბრძანა, სადმე დარეკვა.

თუ რუსეთი ურეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ რამეს: ეს ყველაფერი რუსეთმა უკვე მოამზადა. მე მჯერა, რომ ახლა მსოფლიომ ყველაზე მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში.

მისივე თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი და რუსეთის ნებისმიერი შესაძლო საფრთხე.

„მომავალი კვირის განმავლობაში ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი დიპლომატებისთვის - განმარტონ რა ხდება. დარწმუნებული ვარ: სამყარო ჩვენთან იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.