ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ „ბინძური ბომბზე“ რუსეთის განცხადების არავის სჯერა

რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინამ შესაძლოა, „ბინძური ბომბი“ გამოიყენოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კულებას განუცხადა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი ამის ესკალაციის საბაბად გამოყენებას შეეცდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, ის და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანმხდებიან, რომ „ბინძური ბომბის“ შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანიის შესაძლო მიზანია, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედება თავად ჩაიდინოს და სხვას გადააბრალოს. 

„განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანმა განაცადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს ამის მისაღწევად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 

რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.