ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, Haaretz-ის დემოკრატიის სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.
„გულწრფელად მადლობას გიხდით (ისრაელს) დემოკრატიის ჯილდოსთვის, მაგრამ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან ერთად ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ებრძვის ეგზისტენციალურ საფრთხეს? ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ეს ეხება არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს.
ზელენსკის თქმით, რიგი პარტნიორები უკვე ეხმარებიან ან შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვაში, მაგრამ ისრაელი ამ პარტნიორებს შორის არ არის.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელები არ დათმობენ ბრძოლას, რადგან მათ „მარტივი და გასაგები რამ სურთ: გაათავისუფლონ თავისი მიწა, უზრუნველყონ ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა მისცენ უკრაინელებს“.
- უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს
- ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს