უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ისრაელის კოლეგა ბენი განცთან საუბრისას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები განიხილა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცთან. განვიხილეთ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, ასევე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები", - განაცხადა რეზნიკოვმა.


მინისტრებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევმა არაერთხელ სთხოვა თელ-ავივს თავდაცვითი იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს.

თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება.

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.