მისურის შტატის სკოლაში, სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.

ამასთან, თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.