რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.