ირანში შირაზში, შაჰ ჩერახის მავზოლეუმში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.
„ერთმა კაცმა ცეცხლი გაუხსნა პილიგრიმებს შაჰ ჩერახში", - განაცხადა ფარსის გუბერნატორის მოადგილემ ესმაილ მოჰებიპურმა.
მისი თქმით, მსროლელი და კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავეს.
შაჰ-ჩერახის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მნიშვნელოვანი რელიგიური სალოცავია. მასში განთავსებულია აჰმედისა და მუჰამედის საფლავი - იმამ რეზას ძმები - 12 იმამიდან ერთ-ერთი, რომლებსაც შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრეებად თვლიან.