აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად არის გაფრთხილებული იმ შედეგების შესახებ, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ვუთხარით რუსებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს”, - თქვა ბლინკენმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის განცხადებები უკრაინული მხარის მიერ ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ სავარაუდო მომზადებაზე, კრემლის „მორიგი გამოგონებაა“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.