სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები.
მას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მისიის გაგზავნის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა.
„როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ერთგულებას ადასტურებს. ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რაც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი ასრულებს საკვანძო როლს ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.
აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც გარანტირებულად უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.