ერმაკი: ქვეყანა, რომელსაც გლობალური შიმშილის პროვოცირება სურს, G20-ში არ უნდა იყოს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შესახებ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გლობალური შიმშილის პროვოცირებას ცდილობენ.

ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform.

„რუსეთი ცდილობს გლობალური შიმშილის პროვოცირებას. ამ ქვეყანას ადგილი არ აქვს G20-ში", - განაცხადა იერმაკმა.

29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა. 

სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა