„ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა.
ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.