Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელი - Bluesky Social-ი შექმნა. ვიდრე ქსელი ბეტა ვერსიას ამუშავებს, დორსი პროექტისთვის დეველოპერებს ეძებს.
Bluesky Social-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, ანგარიშები სხვა სოციალური ქსელებიდანაც გადაიტანონ, აღნიშნავს Business Insider-ი.
Bluesky Social-ი სხვა სოციალური ქსელებისგან საკუთარი AT პროტოკოლის ალგორითმის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით განსხვავდება.
ჯეკ დორსი აღნიშნავს, რომ მისი ახალი პროექტი კონკურენციას ყველა არსებულ სოციალურ ქსელს გაუწევს.
ჯეკ დორსმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. 2021 წლის ნოემბერში დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.