გასულ კვირას უკრაინამ, მარცვლეულის დერეფნით 1,1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა. ამ დერეფნით ექსპორტზე, 309 ათასი ტონა ხორბალი გავიდა.
ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო იტყობინება, იუწყება Ukrinform.
„მარცვლეულის დერეფნის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა ასეთია: უკრაინამ გაიტანა თითქმის 0,5 მილიონი ტონა სიმინდი და 309 ათასი ტონა ხორბალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჯამური ტონაჟი კვირაში 1,1 მილიონი ტონაა“, - ნათქვამია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს ანგარიშში.
მარცვლეულის დერეფნის ფარგლებში, საზღვაო გზით ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა მოცულობამ 10 მილიონ ტონას გადააჭარბა. დიდი ოდესის პორტებიდან ჯამში 430 გემი გავიდა, აქედან 279 სიმინდითა და ხორბლით იყო დატვირთული.
ასევე წაიკითხეთ: