აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეფასებისას განაცხადა.
„ახლა ყველას გვაწუხებს ერთი რამ - ილონ მასკმა შეიძინა ინსტრუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“ - აცხადებს ბაიდენი.
ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.