„მარცვლეულის ინიციატივამ“ აჩვენა, რომ მსოფლიოს შეუძლია რუსეთის შანტაჟს დაუპირისპირდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ამ შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წონიანი საერთაშორისო შედეგი იყო ის, რომ მარცვლეულის დერეფნის წყალობით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში სასურსათო კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„სწორედ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის მაგალითზე ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს. მსოფლიო არ დანებდა რუსულ შანტაჟს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, ძირითადმა აქტორებმა გადამწყვეტად იმოქმედეს. 

შედეგად, სასურსათო კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება მოხერხდა. ეს არის მთელი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგი. როდესაც მსოფლიო გაერთიანებულია, ტერორისტებს შანსი არ აქვთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენის პორტებიდან ერთი კვირის განმავლობაში 28 გემი გავიდა, რომლებიც 800 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტით დაიტვირთა. გემები გავიდა ეგვიპტის, ლიბიის, მაროკოს, ალჟირის, ომანის, თურქეთის, ჩინეთისა და ეთიოპიის მიმართულებით“.

ასევე წაიკითხეთ: